Belive

მანჩესტერ იუნაიტედის მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერლიგის გრანდი ერიკ ტენ ჰაგთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. წყაროს მტკიცებით, ტენ ჰაგი "წითელი ეშმაკების" მწვრთნელის პოსტის დაკავების ერთ-ერთი კანდიდატია. "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები რალფ რანგნიკის შემცვლელის ძიებაში არიან - ტენ ჰაგთან დაწყებული მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია გადასული, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში, "წითელი ეშმაკების" რადარზე რამდენიმე გავლენიანი სპეციალისტია. პრემიერლიგის გრანდის მესვეურები რალფ რანგნიკის სამსახურით უკმაყოფილო არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გერმანელ სპეციალისტს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივდება და "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში მის შემცვლელს წარადგენს.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Sky Sports (@skysports)

სხვა სტატიები