Belive

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი სამიზნე 35 წლის კარლოს ტევესია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილი ხდება, მანჩესტერ "იუნაიტედი" 35 წლის არგენტინელ - კარლოს ტევესზე ნადირობს. კარლოს ტევესის ტრანსფერი მანჩესტერულ კლუბში შემტევების ტრავმას უკავშირდება, არგენტინელის ინგლისში დაბრუნება პირადად ოლე გუნარ სოლსკიაერმა მოითხოვა. როგორც მოგეხსენებათ, "იუნაიტედმა" რამდენიმე თვით, ტრავმის გამო მარკუს რეშფორდი დაკარგა, ასევე ტრავმა მიიღო ენტონი მარსიალმაც. ოლე გუნარ სოლსკიაერი კი შეტევაში მხოლოდ 18 წლის მეისონ გრინვუდის იმედზეღაა დარჩენილი. კარლოს ტევესი 2018 წლიდან დღემდე არგენტინული გრანდის "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას იცავს, სადაც 30 მატჩი 8 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები