Belive

მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად ზიდანი მოიაზრება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გავლენიანი გამოცემა SportBible ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ზინედინ ზიდანია. ფრანგი სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია და ახალ შეთავაზებას ელის. ზიდანმა მადრიდის "რეალთან" ერთად ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მანამ, სანამ ზინედინ ზიდანზე საუბარი მიმდინარეობს და სხვა კანდიდატურებიც აქტიურად განიხილება, 48 საათით ინგლისური გრანდი მაიკლ კერიკმა ჩაიბარა. როგორც უკვე გითხარით, მთავარი კანდიდატი ზიდანია, თუმცა მეორე და მესამე კანდიდატებად ანტონიო კონტე და გუს ჰიდინკი განიხილებიან. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ლორან ბლანზე. თუ ვინ გახდება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ამას როგორც ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გუნდის წარმომადგენელმა დაადასტურა, მომავალ კვირაში გავიგებთ.

სხვა სტატიები