Belive

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ყოფილი მწვრთნელი, ერიკ ჰარისონი, რომელმაც აკადემიაში მუშაობისას, დევიდ ბექჰემი, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, ძმები ნევილები და სხვა დიდი ფეხბურთელები აღზარდა, დღეს გამთენიისას გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდები გარი ნევილზე დაყრდნობით წერენ, "წითელი ეშმაკების" ყოფილმა კაპიტანმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე, რამდენიმე წუთის წინ ამაღელვებელი განცხადება გააკეთა: "ჩვენ მენტორი დავკარგეთ, ჩვენი მწვრთნელი და კაცი რომელმაც ფეხბურთელებად გვაქცია, მან გვასწავლა როგორ უნდა გვეთამაშა, რომ არ უნდა დავნებებულიყავით არასოდეს, მან გვასწავლა თითოეული მოძრაობის მნიშვნელობა და რომ ჩვენ "მანჩესტერისთვის" ვთამაშობდით. ერიკ ჩვენ შენთან ყოველთვის ვალში ვიქნებით" ერიკ ჰარისონი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ერიკ ჰარისონია, იგი სერ ალექს ფერგიუსონს ვიზუალურად ძალიან ჰგავდა.

სხვა სტატიები