Belive

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი: „მოურინიოს ახალ წლამდე გაუშვებენ“

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„წითელი ეშმაკების“ ყოფილი ვინგერი დარწმუნებულია, რომ ბრაიტონთან მარცხი მანჩესტერში ძალიან ბევრი ცვლილების დასაწყისია. „მოურინიო გუნდისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა, პორტუგალიელი პოსტს 2019-მდე დატოვებს,“ აღნიშნა ლი შარპიმ. ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ „ოლდ ტრაფორდზე“ ჯერ დევიდ მოიესი, შემდეგ კი ლუის ვან გაალი მოვიდნენ, თუმცა მათ წარუმატებელი სეზონები ჰქონდათ. ჟოზემ „იუნაიტედთან“ ერთად ევროპა ლიგა, ინგლისის სუპერთასი და ლიგის თასი მოიგო, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ 2017-18 წლების სეზონი გუნდმა უტიტულოდ დაასრულა. „როდესაც მოუ „ჩელსიში“ გამოჩნდა, იგი ქარიზმატული და გამორჩეული იყო, თუმცა ახლა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ფეხბურთი ყელში აქვს ამოსული,“ აღნიშნა შარპმა Press Association Sport-თან საუბრისას. „მოურინიოს გუნდი სანახაობრივ თამაშს არ აჩვენებს და ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდის მთავარი მტრები, „სიტი“ და „ლივერპული“ ამ მხრივ გამორჩეულები არიან. მოუს სტილი არ ემთხვევა იმას, რასაც გულშემატკივრები ითხოვენ. ვფიქრობ, რომ პორტუგალიელი გუნდს ახალ წლამდე დატოვებს,“ განაცხადა შარპმა, რომელიც „იუნაიტედში“ 1988–1996 წლებში თამაშობდა.
 

სხვა სტატიები