Belive

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ვარსკვლავმა ლუკაკუ გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა, ლი შარპმა რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა და მის სუპერვარსკვლავობაში ეჭვი შეიტანა. ლი შარპის მტკიცებით, ლუკაკუს ბურთის შენარჩუნება და თანაგუნდელების თამაშში ჩართვა არ შეუძლია. უკანასკნელი 8 მატჩის მანძილზე, ლუკაკუს მოწინააღმდეგის კარი არ აუღია - რაც მაღალი დონის ფორვარდისათვის არც ისე სახარბიელოა. "არასდროს მინახავს ფორვარდი, რომელიც ბურთს ასე ცუდად იღებს. თუ შენი გუნდის ფორვარდს ბურთის მიღება და დამუშავება არ შეუძლია - თამაში მკვეთრად გირთულდება. მოცემულ სიტუაციაში იდეალური იქნება თუ ლუკაკუს დასვენების საშუალებას მისცემენ. რამდენიმე კვირით დასვენება და ძალების აღდგენა, მას ნამდვილად არ აწყენს", - აღნიშნა ლი შარპმა.

სხვა სტატიები