Belive

მანჩესტერ იუნაიტედის ყველაზე ცუდი შობა ბოლო 30 წელიწადში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნიატედს" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელიწადი ჰქონდა და შობასაც ბოლო 30 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგით შეხვდა. "წითელი ეშმაკები" 18 ტურის შემდეგ მერვე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ "ლივერპულს" 24, ხოლო ოთხეულს 7 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდს დიდი ექვსეულის გუნდებთან ამ სეზონში არცერთი მატჩი არ წაუგიათ და ერთადერთნი არიან, რომლებმაც ლიდერ "ლივერპულს" ქულა წაართვეს, მეორე ეშელონის გუნდებთან საკადრისად თამაშს ვერ ახერხებენ. ბოლოს ასეთი ცუდი შედეგი 18 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" 1989 წელს ჰქონდა, მაშინაც "წითლებმა" 25 ქულის მოპოვება მოახერხეს. ალბათ რთული გამოსაცნობი არაა რომელმა გუნდმა მოიგო მაშინ პრემიერლიგა - რა თქმა უნდა "ლივერპულმა" და ეს მერსისაიდელების ბოლო ტიტული იყო. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იყო, ერთი კვირის წინ "მანჩესტერის" დამმარცხებელი "უოტფორდის" ძირითადი შემადგენლობიდან კი არცერთი ფეხბურთელი არ იყო დაბადებული. "ბოქსინგ დეიზე" მანჩესტერული გრანდი "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები