Belive

მანჩესტერ იუნაიტედის რადარზე კიდევ 2 ფეხბურთელი გამოჩნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად სპორტულ პრესაში სულ უფრო აქტიურად იწერება ამა თუ იმ შესაძლო ტრანსფერის შესახებ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედია". "წითელი ეშმაკების" რადარზე ამჯერად ჩენგიზ უნდერი და ჯეკ გრილიში გამოჩნდნენ. ინგლისელები რომას ახალგაზდა თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს სთავაზობენ, ხოლო გაცილებით უფრო დიდ თანხაზეა საუბარი ჯეკ გრილიშის შემთხვევაში, რომლის სანაცვლოდაც მანჩესტერელებს 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევთ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩენგიზ უნდერით მიუნხენის "ბაიერნიც" ინტერესდებოდა, თუმცა როგორც ჩანს აღნიშნული საქმიდან არაფერი გამოვიდა. ჯეკ გრილიშს "ასტონ ვილას" შემადგენლობაში 177 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მან 24 გოლის გატანა და 31 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, ინგლისური კლუბისათვის მისი 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდვა საკმაოდ სარგებლიანი ფასია და დიდი ალბათობით არანაირი წინააღმდეგობა ამ ტრანსფერისადმი გრილიშის ამჟამინდელ კლუბს არ ექნება. რაც შეეხება ჩენგიზ უნდერს, 22 წლის ფეხბურთელმა "რომას" მაისურით მინდორზე 85 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ამ პერიოდში მან 17 გოლთან ერთად, 12 საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.  

სხვა სტატიები