Belive

მანჩესტერ იუნაიტედის რეკორდი - წითელმა ეშმაკებმა ეს ისტორიაში პირველად მოახერხეს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, "პარი სენ-ჟერმენმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და - 1:2 დამარცხდა. საინტერესოა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ისტორიაში პირველად მოახერხეს და ყველა ტურნირზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 10 მატჩი მოიგეს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი გოლი, რომელიც ინგლისელებმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გაიტანეს, მარკუს რაშფორდის აქტივშია. საინტერესოა ისიც, რომ ინგლისის ნაკრების შემტევმა აქედან 2 ბურთი სწორედ "პარკ დე პრენსზე" შეაგდო. H ჯგუფის პარალელურ მატჩში "ლაიფციგმა" თურქულ "ბაშაქშეჰირს" - 2:0 აჯობა. შემდეგ ტურში ერთმანეთს სწორედ ოლე გუნარ სულშერის და იულიან ნაგელსმანის გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან.

სხვა სტატიები