Belive

"მანჩესტერ იუნაიტედის" სამარცხვინო შედეგი

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
"წითელმა ეშმაკებმა" კვირას 4 ოქტომბერს პრემიერ ლიგაში პირველად გაუშვეს 4 გოლი პირველსავე 45 წუთში, საბოლოო ჯამში კი  1:6 განადგურდნენ "ტოტენჰემთან". "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის პრობლემები პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ტოტენჰემთან" თამაშისასაც გაგრძელდა, როდესაც "წითელმა ეშმაკებმა" ყველაზე მწარე მარცხი განიცადეს პრემიერ ლიგის ერაში, "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ისინი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო - "მანჩესტერი" ბრუნო ფერნანდესის ზუსტად შესრულებული პენალტით გავიდა წინ. ბრუნოს მიერ გატანილი პენალტი პრემიერ ლიგაში ყველაზე სწრაფი გამოდგა აგუეროს გატანილი პენალტის შემდეგ. ბრუნომ 01:37 წუთზე გაიტანა, ხოლო აგუერომ 2015 წელს 01:12 წუთზე "ნიუკასლის" წინააღმდეგ. თუმცა ამის შემდეგ "მანჩესტერის" საქმე ცუდად წავიდა, მას მერე რაც, "დეზებმა" მათ თამაშში არეულობა შეიტანეს, რაც პირველ ტაიმში გატანილი ოთხი გოლით დასრულდა. პირველი გოლი "იუნაიტედის" კარში ტანგი ნდომბელემ მე-4 წუთზე გაიტანა, რასაც მე-7 წუთზე სონის გოლი მოჰყვა, "დეზებმა" შეტევა განაგრძეს და 30-ე წუთზე კეინმაც გაიტანა, ხოლო 37-ე წუთზე სონმა დუბლი გაიფორმა. "ტოტენჰემთან" ჩატარებული მატჩის ჩათვლით "იუნაიტედმა" სეზონის პირველივე სამ შეხვედრაში მინიმუმ 2 გოლი მაინც გაუშვა, პირველად 1972 წლის შემდეგ. 38 წლის წინანდელი შემთხვევის გარდა, "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მატჩის პირველ ტაიმში პირველად გაუშვა 4 გოლი. ბოლოს ასეთი რამ 1990 წლის მაისში მოხდა, იმ დღეს "იუნაიტედმა" 4:0 წააგო "ნოტინგემ ფორესტთან". 1957 წლის შემდეგ "ტოტენჰემი" პირველი სტუმარი გუნდი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის მატჩში პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანა "იუნაიტედს". "მანჩესტერის" იმედგაცრუება დაცვის ცუდი თამაშით არ შემოიფარგლა, მსაჯმა 28-ე წუთზე მარსიალი გააძევა ლამელასთან ინციდენტის გამო. როგორც აღმოჩნდა, მარსიალის მიერ 28-ე წუთზე მიღებული წითელი ბარათი ყველაზე სწრაფია "იუნაიტედის" მოთამაშეებს შორის პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე". "იუნაიტედის" რბევა მეორე ტაიმში სერჟ ორიეს მიერ 51-ე წუთზე გატანილი გოლით გაგრძელდა, ხოლო საბოლოო წერტილი ჰარი კეინმა 79-ე წუთზე გატანილი გოლით დასვა.  

სხვა სტატიები