Belive

მანჩესტერ იუნაიტედის სამიზნე ჩელსის ყოფილი ფორვარდი იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" თავდამსხმელის ტამი აბრაჰამის შეძენით არის დაინტერესებული.

"ჩელსიდან" წასვლის შემდეგ, ინგლისელი რომში გადაბარგდა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით საუცხოო ფორმაში შევიდა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა სერია A-ში 37 მატჩში 17, ხოლო ყველა ტურნირზე 27 გოლი გაიტანა.

1a56d147706257d0c02abfb7ee388c92_XL

ამბობენ, რომ ერიკ ტენ ჰაგს ფორვარდების მთელი სია აქვს ჩამოწერილი, რომელთა დამატებასაც ზამთარში შეეცდება. ესპანური გამოცემა Fichajes-ის თანახმად, "წითელი ეშმაკები" აბრაჰამის შეძენით დაინტერესებულნი არიან და არ არის გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერელებმა ტამი დაიმატონ.

25 წლის ინგლისელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ იტალიაში თავს კარგად გრძნობს. ინგლისელთათვის სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ჟოზე მოურინიო აბრაჰამის თამაშით კმაყოფილია. მიუხედავად ტამის საფასურისა, რომელიც 50 მილიონი ევროა, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" აბრჰამის დამატება ადვილი არ იქნება.

სხვა სტატიები