Belive

მანჩესტერ იუნაიტედის საშინელი სტატისტიკა ტოპ 6-ის გუნდების წინააღმდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

28 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონში, „ჩელსისთან“ სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა და თავისი ძალიან ცუდი სტატისტიკა ტოპ 6-ის წარმომადგენელი გუნდების წინააღმდეგ კიდევ უფრო „გაიმყარა“. ამ სეზონში "იუნაიტედმა" შვიდი მატჩი ჩაატარა "ჩელსის", "ტოტენჰემის", "არსენალის", "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და ვერცერთი მოიგო.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა საშინაო არენაზე გამანადგურებელი ანგარიშით მარცხი იწვნია „ტოტენჰემისგან“ (1:6), ასევე „ოლდ ტრაფორდზე“ წააგო „არსენალთან“ – 0:1 და 5 უგოლო ფრე ითამაშა ორჯერ „ჩელსის“, თანაქალაქელი „სიტის“, „არსენალისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ლოგიკურია, რომ ტოპ 6-ის გუნდების მიერ, ერთმანეთში ჩატარებული შეხვედრების ქულათა დაჯამებით შედგენილ ცხრილში „წითელი ეშმაკები“ 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები