Belive

მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში სოლსკიაერის შვილმა ითამაშა 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ოლე გუნარ სოლსკიაერმა და მისმა ქალიშვილმა ისტორია დაწერეს - ნორვეგიელები პირველი მამა-შვილი გახდნენ, რომლებმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ითამაშეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 30 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში, "ბრაიდვოთერ იუნაიტედის" წინააღმდეგ - 2:0 მოგებულ შეხვედრაში, "წითელი ეშმაკების" ქალთა გუნდის რიგებში კარნა სოლსკიაერმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

მატჩის განსაკუთრებული მომენტი იყო ის, რომ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თავისი ქალიშვილის დებიუტის სანახავად მეუღლესთან, სილიესთან ერთად სტადიონზე მივიდა. კარნამ მეორე ტაიმის ბოლოს, ივან ფუსო შეცვალა, მისი დებიუტი პირველი გუნდის შემადგენლობაში მას შემდეგ მოხდა, რაც მან 21 წლამდელთა გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონში, 12 თამაშში 13 გოლი გაიტანა. კარნა 2019 წლის შემდეგ "იუნაიტედის" აკადემიაში თავის უმცროს დასთან, ელიასთან ერთად ირიცხება და თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მათ უფროსი და, ნოაც ჰყავთ, რომელიც 21 წლისაა და სამშობლოში, "კრისტაინსუნდის" რიგებში თამაშობს. ოლე გუნარ სოლსკიაერი "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გატარებული თითქმის 3 წლის შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ 48 წლის სპეციალისტი უმუშევარია.

სხვა სტატიები