Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა ახალი სეზონის ბილეთები რეკორდულად გაყიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი სეზონის ბილეთები უკვე გაყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერელები ქულების მიხედვით გავარდნილ "კარდიფთან" და ჩემპიონ "სიტისთან" თანაბრად იყვნენ დაშორებულები, გულშემატკივრის ინტერესს მათი თამაში მაინც იწვევს. პრემიერ ლიგის სეზონი კი გუნდმა მარცხით დაასრულა. ოლე გუნარ სოლსკიაერის მომზადებულმა გუნდმა "კარდიფთან" წააგო. მიუხედავად ამისა, "ოლდ ტრაფორდის" 52 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, რაც სრული რეკორდია. ბილეთების შეძენის რიგში კი ჯერ კიდევ 100 000 ადამიანია. "მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს.  

სხვა სტატიები