მანჩესტერ იუნაიტედმა გრინვუდის თაობაზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო

მანჩესტერ “იუნაიტედმა” მეისონ გრინვუდის თაობაზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილება მოიცავს შემდეგს – ყველა გულშემატკივარს, რომელმაც მეისონ გრინვუდის სათამაშო ფორმა იყიდა, ყველას შეუძლია, რომ დააბრუნოს ფორმები და სხვა ფორმა უფასოდ აიღოს.

შეგახსენებთ, რომ მოდელმა, ჰარიტ რობსონმა, რომელიც ,,მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, მეისონ გრინვუდის, მეგობარი გოგოა, ფეხბურთელი ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. რობსონმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მის სხეულზე სისხლჩაქცევები ჩანს. ამ ფაქტიშ შემდეგ, მანჩესტერის პოლიციამ ,,იუნაიტედის” შემტევი, მეისონ გრინვუდი დააკავა.

მეისონ გრივნუდი ციხიდან, გამოძიების დასრულებამდე, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მანჩესტერ იუნაიტედმა გრინვუდის თაობაზე ახალი გადაწყვეტილება მიიღო

სტატიის ავტორი
-