Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა ისკო უცნაური მიზეზით დაიწუნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რამდენიმე დღის წინ "ლესტერის" მცველი, ჰარი მაგუაირი 88 მილიონ ევროდ შეიძინა და ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცია. მანჩესტერელებმა კი 2013 წელს ესპანელი ნახევარმცველი, ისკო ძალიან უცნაური მიზეზის გამო დაიწუნეს. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის ტრანსფერი მისივე დიდი თავის გამო დაიბლოკა.
"ისკო კარგი ფეხბურთელია, თუმცა მას დიდი თავი აქვს. მისი თავის ზომა ტანთან შედარებით საკმაოდ დიდია" - აღნიშნეს მანჩესტერში.
როგორც ჩანს, მანჩესტერში სატრანსფერო მიდგომები შეცვალეს, რადგან მაგუაირი შეიძინეს, რომელსაც თავის ზომა ნამდვილად არ დაეწუნება.  

სხვა სტატიები