Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა ლუკაკუ 400 ათასი ფუნტით დააჯარიმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბელგიელი შემტევი, რომელუ ლუკაკუ 400 ათასი ფუნტით დააჯარიმა. საქმე იმაშია, რომ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშზე სამშაბათს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის ბელგიაში დარჩა და "ანდერლეხტთან" ერთად ივარჯიშა. ამ ფაქტმა ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობა გააღიზიანა. რომელუ ლუკაკუ "იუნაიტედს" უახლოეს დღეებში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ლუკაკუს "მანჩესტერიდან" წასვლაზე. ბელგიელი თავდამსხმელით "ინტერი" და "იუვენტუსი" ინტერესდებიან. გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგა 9 აგვისტოს აიღებს სტარტს. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი თავის შეხვედრას 11 აგვისტოს "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები