Belive

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში "ასტონ ვილა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. ბირმინგემში, "ვილა პარკზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. "ასტონ ვილას" კარში გატანილი პირველი გოლის ავტორი ბრუნო ფერნანდეში გახდა. "წითელი ეშმაკების" პორტუგალიელმა შემტევმა, 27-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. აღსანიშნავია, რომ "ასტონ ვილას" წინააღმდეგ დანიშნული პენალტის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა. მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სასარგებლოდ მე-13 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. არასდროს პრემიერ ლიგის არც ერთ გუნდს, ერთი სეზონის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტი პენალტი არ შეუსრულებია.

სხვა სტატიები