მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი პრაქტიკულად მოაგვარა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ზაფხულის სატრანსფერო სეზონი გახსნილად გამოაცხადა. “წითელი ეშმაკები” 21 წლის დენიელ ჯეიმსის შეძენასთან ახლოს არიან, რომელიც დიდი ალბათობით “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი შენაძენი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსის” შორის სატრანსფერო დეტალები უკვე შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში დენიელ ჯეიმსი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დენიელ ჯეიმსი “წითელი ეშმაკების” მაისურს მოირგებს.

წყაროს მტკიცებით, დენიელ ჯეიმსის გასაფორმებლად “მანჩესტერ იუნაიტედი” £15 მილიონს იხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა £3 მილიონი დაემატოს.

 

(61)

მანჩესტერ იუნაიტედმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი პრაქტიკულად მოაგვარა

სტატიის ავტორი
-