Belive

მანჩესტერ იუნაიტედს ერლინგ ჰოლანდის შეძენა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისური გიგანტი "მანჩესტერ იუნაიტედი" განიხილავს ნორვეგიელი თავდამსხმელის შესაძლო ყიდვის ვარიანტს. ინგლისელებს სურთ, რომ ჰაალანდი რაც შეიძლება მალე იყიდონ და იჯარის წესით ზაფხულამდე "ზალცბურგში" დატოვონ. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელ თავდამსხმელს არნახული შედეგი აქვს. 24 ჩატარებულ შეხვედრაში მას 39 გოლი აქვს გატანილი. "წითელ ეშმაკებს" რომელუ ლუკაკუს და ალექსის სანჩესის წასვლის შემდეგ,  შემტევ ფაზაში თვალსაჩინო პრობლემები აქვს. "იუნაიტედის" ხელმძღვანელები თვლიან რომ ჰალანდს შეუძლია ბევრი პრობლემის მოგვარება და გუნდისთვის წარმატების მოტანა. "The Mirror - ისინფორმაციით ინგლისელები აქტიურად შეეცდებიან ნორვეგიელი თავდამსხმელის შეძენას და მათ დიდი იმედი აქვთ საკუთარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის, რადგან სოლსკიაერი ჰოლანდს კლუბ "მიოლდეში" წვრთნიდა და მას კარგად იცნობს . ინგლისის და პრემიერ ლიგის 20 გზის ჩემპიონს "ზალცბურგის" თავდამსხმელის შეძენა 85 მილიონი ევროს ფარგლებში სურს.

სხვა სტატიები