Belive

მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერი ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების მცველი - ჰარი მაგუაიერი, ევროპა ლიგის ფინალს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია პრესკონფერენციაზე "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა - ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაავრცელა.
სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, გდანსკში გასამართ ევროპა ლიგის ფინალზე ვერ ვიხილავთ ჰარი მაგუაიერს ვერ ვიხილავთ. იგი "ასტონ ვილასთან" მატჩში დაზიანდა და სამწუხაროდ მისი ტრავმა მძიმე გამოდგა. მაგუაიერი ყავარჯნების გარეშე გადაადგილებას ვერ ახერხებს და შესაბამისად, მომავალ კვირაში გასამართ ევროპა ლიგის ფინალს ვერ ითამაშებს. მე მას კი ვაძლევ შანსს, რომ სამშაბათამდე ვარჯიში დაიწყოს და ფორმაში შევიდეს, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ტრავმის მიუხედავად იგი გასახდელში გუნდთან ერთად იქნება და ბიჭებს გაამხნევებს, რადგან გუნდში მისი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. 
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი პოლონეთის ქალაქ გდანსკში, 26 მაისს შედგება, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ვილიარეალი" დაუპირისპირდებიან. მატჩი, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები