Belive

მანჩესტერ იუნაიტედს გოდინის ტრანსფერი სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები ზაფხულში დიეგო გოდინის გაფორმებას შეეცდებიან. 34 წლის დიეგო გოდინი "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო რადარზე გასულ წელსაც იყო, თუმცა ურუგვაელმა მცველმა "ინტერის" მაისურის მორგება გადაწყვიტა. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, გოდინმა გუნდთან და კონტეს სისტემასთან ადაპტირება ვერ შეძლო - აღნიშნულიდან გამომდინარე, იტალიელ სპეციალისტს მისი სამსახური აღარ სურს. ოლე გუნარ სოლსკიაერს "ოლდ ტრაფორდზე" გამოცდილი ცენტრალური მცველის მიყვანა სურს, რომელიც ჰარი მაგუაერის იდეალური მეწყვილე იქნება. მთავარი მწვრთნელის სურვილიდან გამომდინარე, "მანჩესტერ იუნაიტედის" მესვეურები კიდევ ერთხელ შეეცდებიან გოდინის გადაბირებას.

სხვა სტატიები