Belive

მანჩესტერ იუნაიტედს კრისტიან პულიშიჩის დამატება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან პულიშიჩის დამატება იჯარის წესით სურს - ინფორმაციას The Athletic ავრცელებს. კრისტიან პულიშიჩი აშშ-ის და საერთოდ, სრულიად ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. 2019 წელს, მის სანაცვლოდ, "ჩელსიმ" "ბორუსიას" $70 მილიონი გადაუხადა, თუმცა გუნდის ლიდერის როლი ვერ მოირგო. მიმდინარე სეზონში, პულიშიჩი მოედანზე 2-ჯერ გამოვიდა (25 წთ, 9 წთ). "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, 23 წლის ფეხბურთელს ძირითადად შეცვლებზე ათამაშებს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვამდე, ფორმაში შესასვლელად, აშშ-ის ნაკრების კაპიტანი სათამაშო დროს ითხოვს. ცნობილია, რომ "ჩელსი" პულიშიჩის იჯარის წესით გაშვებაზე თანახმაა, Athletic-ის ინფორმაციით კი, პულიშიჩს "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში სურს, რომელიც, 0 ქულით, ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. MU-ს გარდა, "ჩელსის" შემტევით "ნიუკასლი, იუვენტუსი" და "ატლეტიკო" ინტერესდებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანფერო პერიოდში, ლონდონურმა კლუმა ტიმო ვერნერი ("ლაიფციგი") და რომელუ ლუკაკუ ("ინტერი") გაანათხოვრა. განახლება: ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ჟერარდ რომერომ, გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერს" პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენა სურს, რომელიც "ჩელსის" სამიზნეცაა.

სხვა სტატიები