Belive

მანჩესტერ იუნაიტედს სამიზნეში კიდევ ერთი ბელგიელი ჰყავს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Uefa-ს ერთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი ბრიუსელში გაიმართა, სადაც ბელგიის ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. აქ მთავარი ის არის, რომ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ესწრებოდა, რომელსაც საკუთარ გუნდში ბელგიელი ტობი ალდერვაირელდის ხილვა სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოურინიო თავისი მოთამაშეების, რომელუ ლუკაკუსა და მარუან ფელაინის სანახავად არ ჩასულა, რადგან არცერთი მათგანი განაცხადში არ ყოფილა. ცნობილი ფაქტია, რომ გუნდს ალდერვაირელდი სურს და ჟოზეც სწორედ მის სანახავად ჩავიდა. უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ, რომ ბელგიელი მცველი "წითელ ეშმაკებს" შეუერთდება.

სხვა სტატიები