Belive

მანჩესტერ იუნაიტედსა და ჯეიდონ სანჩოს შორის შეთანხმება შედგა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, გუნდებსა და ფეხბურთელებს შორის სატრანსფერო შეთანხმება ბოლო ფაზაში გადადის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოსათვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანჩოსა და "წითელ ეშმაკებს" შორის ყველანაირი საკონტრაქტო დეტალი შეთანხმებულია. The Sun-ის ცნობით 20 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერელების" მიერ შეთავაზებულ ანაზღაურებით, საბონუსე სისტემითა და კონტრაქტის ხანგრძლივობით სავსებით კმაყოფილია.
მანჩესტერელებს ჯეიდონ სანჩოს მოსაპოვებლად უკანასკნელი დეტალი აქვთ შესათანხმებელი - ეს გახლავთ "დორტმუნდისათვის" გადასახდელი სატრასნფერო ღირებულება. აღსანიშნავია, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანჩოს ტრანსფერში "მანჩესტერმა" შესაძლოა რეკორდული ფასი გადაიხადოს. ჯეიდონ სანჩომ "დორტმუნდის ბორუსიას" რიგებში 90 მატჩი ჩაატარა, ინგლისელმა 31 გოლის გატანასთან ერთად და 42 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

სხვა სტატიები