Belive

მანჩესტერ იუნაიტედსა და სიტის შესაძლოა სახელი გადაერქვას

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლანკაშირის საგრაფოს სპიკერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 2021 წელს ქალაქ მანჩესტერს სახელი შეეცვლება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლიდან მანჩესტერი - პერსონჩესტერად გადაკეთდება. გავრცელებული მოხსენების თანახმად, კომიტეტის წევრთა 85-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა იდეას, რომლის თანახმადაც მანჩესტერულ საფეხბურთო კლუბებს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მანჩესტერ სიტისაც" უნდა შეეცვალოთ სახელები. წყაროს მტკიცებით, ინგლისის პრემიერლიგის გრანდებს 6 თვიანი ვადა მიეცემათ სახელის შესაცვლელად. კომიტეტის წევრების მტკიცებით, თანამედროვე, მულტიკულტურულ ბრიტანეთში, როდესაც საქმე ეხება ქალაქის დასახელებას არ უნდა არსებობდეს გენდერული თანასწორობის პრობლემა. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას უკვე გამოუჩნდა უამრავი მოწინააღმდეგე. მათი მტკიცებით, მანჩესტერის გადაკეთება პერსონჩესტერად ნამდვილად არ არის ის იდეალური ალტერნატივა, რომელსაც მხარს მოსახლეობის უმეტესობა დაუჭერს.

სხვა სტატიები