“მანჩესტერ სიტი” “ბენფიკასთან” დიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს

“მანჩესტერ სიტი” “ბენფიკასთან” 23 წლის ცენტრალური მცველის, რუბენ დიასის ტრანსფერზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნულ ტრანსფერში “ქალაქელებმა” შესაძლოა არგენტინელი უკანახაზელი ოტამენდიც ჩართონ.

“ბენფიკას” მარჯვენა ცენტრალური მცველი გუარდიოლას ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მას შემდეგ, რაც გუნდი “სიტის” ყოფილმა კაპიტანმა კომპანიმ დატოვა, მისი სრულფასოვნად ჩანაცვლება კლუბმა დღემდე ვერ შეძლო და “მანჩესტერ სიტის” დაცვაში საკმარისზე მეტი პრობლემა აქვს.

“მანჩესტერ სიტის” “ნაპოლის” სენეგალელი მცველის, კულიბალის დამატება სურდა, თუმცა მოლაპარაკებები საკმაოდ რთული გამოდგა და, სავარაუდოდ, კლუბებს შორის გარიგება ამ ეტაპზე არ შედგება.

“სიტი” მზადაა არჩევანი პორტუგალიელი მცველის სასარგებლოდ გააკეთოს, რომლის ტრანსფერიც კლუბს სავარაუდოდ 55 მილიონი ევრო დაუჯდება.

დიასმა “ბენფიკას” შემადგენლობაში 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული დღემდე პორტუგალიის ჩემპიონატში 90 შეხვედრა გამართა და 8 გოლი გაიტანა.

ინგლისელები პორტუგალიელი მცველის გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის დაკეტვამდე ეცდებიან. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 5 ოქტომბერს დაიკეტება.

(11)

“მანჩესტერ სიტი” “ბენფიკასთან” დიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს

სტატიის ავტორი
-