Belive

მანჩესტერ სიტი ეტიჰადს ჯანდაცვის ორგანიზაციებს დაუთმობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში კორონავირუსი აქტიურად მძვინვარებს. ამ ეტაპზე მთლიან ჯამში 17 089 შემთხვევაა დაფიქსირებული. 1019 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  ხოლო 135 გარდაიცვალა.
მედიკოსები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. სამწუხაროდ დაინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობამ, დღეს მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ისინი თავიანთ სტადიონს,ჯანდაცვის ორგანიზაციებს დაუთმობენ მედიკოსებს ექნებათ საშუალება, პაციენტები "ეტიჰადზე" გადაიყვანონ  და იქ ჩაუტარონ მკურნალობის პროცესი. სულ ცოტა ხნის წინ, მადრიდის "რეალმაც", "სანტიაგო ბერნაბეუს" სახელობის სტადიონი, ჯანდაცვის ორგანიზაციებს დაუთმო.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები