მანჩესტერ სიტი ჰოლანდს ასტრონომიულ ანაზღაურებას სთავაზობს

ევროპული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერლინგ ჰოლანდი “მანჩესტერ სიტის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. პრემიერლიგის გრანდის მესვეურები მზად არიან ჰოლანდის ტრანსფერი ზაფხული განახორციელონ. Online blackjack https://clickmiamibeach.com/ games are no longer the preserve of PC users. წყაროს მტკიცებით, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემთხვევაში, ჰოლანდი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება.

ამ დროისათვის, კევინ დე ბრუინე და კრიშტიანუ რონალდუ პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები არიან. ბელგიელი და პორტუგალიელი ვარსკვლავების ყოველკვირეული ანაზღაურება £385,000 შეადგენს, თუმცა ჰოლანდის ტრანსფერის შემთხვევაში, ნორვეგიელი შემტევი პრემიერლიგის რეკორდულ ანაზღაურებას მიიღებს.

Diario AS-ის მტკიცებით, “მანჩესტერ სიტი” ერლინგ ჰოლანდს კვირაში £500,000 სთავაზობს, რაც პრემიერლიგის აბსოლუტური რეკორდია. 21 წლის ჰოლანდის სანაცვლოდ, “ქალაქელებს” “რეალისა” და “ბარსელონას” კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.

 

მანჩესტერ სიტი ჰოლანდს ასტრონომიულ ანაზღაურებას სთავაზობს

სტატიის ავტორი
-