Belive

"მანჩესტერ სიტი" კუკურელიაში £50 მილიონის გადახდას არ აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ESPN-ის ცნობით "მანჩესტერ სიტი" მარკ კუკურელიაში £50 მილიონს არ გადაიხდის. მიუხედავად გვარდიოლას ინტერესისა, "ქალაქელები" ესპანელ ფეხბურთელს არ შეიძენენ თუ სამხრეთელები მის ფასს £35 მილიონამდე არ ჩამოწევენ. მანჩესტერულ კლუბს "ბრაიტონისთვის" ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, თუმცა დიდი ხანია ისინი კუკურელიას აკვირდებიან. 24 წლის ფეხბურთელს, რომელიც პრემიერლიგაში 2021 წელს "ხეტაფედან" გადავიდა, კონტრაქტი გუნდთან 2026 წლამდე აკავშირებს . მარკი მის პირველივე ბრაიტონულ სეზონში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას შემდეგ, რაც უკრაინელი ოლეკსანდრ ზინჩენკო "არსენალში" გადავიდა "ქალაქელები" აქტიურად ეძებენ მის შემცვლელს. ამ პოზიციაზე ჟულ კუნდეც განიხილებოდა, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდა. "ლივერპულთან" შეხვედრაში მარცხენა მცველის პოზიციას პორტუგალიელი ჟოაუ კანსელუ იკავებდა. ნათან აკე, რომელიც ხშირად გვინახავს მარცხენა მცველზე, Community Shield-ის შეხვედრაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოგვევლინა. საინტერესოა როგორ დასრულდება კუკრელიასა და "სიტის" სატრანსფერო საგა. შემდეგი შეხვედრა გვარდიოლას შეგირდებს 7 აგვისტოს "ვესტ ჰემ იუნაიტედის" წინააღმდეგ ელით.

სხვა სტატიები