Belive

მანჩესტერ სიტი მესის შეთავაზებას უმზადებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი აქტიურ ფაზაშია გადასული, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ სასურველი ტრანსფერებისათვის. საფეხბურთო პრესა ამჟამად სრულიად ერთმა სიახლემ მოიცვა, ეს გახლავთ ლეო მესის შესაძლო ტრანსფერი პრემიერ ლიგის გრანდში - "მანჩესტერ სიტი" არგენტინელ ფეხბურთელს შეთავაზებას უმზადებს. ESPN-ის ცნობით მანჩესტერულ კლუბში აქტიურად განიხილება საკითხი, თუ რა გზით არის შესაძლებელი მესისათვის ისეთი რეალური წინადადების შეთავაზება, რომელიც ფინანსურ ფეირ-პლეის წესებს არ დაარღვევს. ზედაპირულ დონეზე ცნობილია ისიც, რომ კატალონიელები მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის სანაცვლოდ დაახლოებით 700 მილიონი ევროს აღებას გეგმავენ, თუმცა რამდენად რეალურია მათი მხრიდან ლეოს გასხვისება ეს კვლავ ბურუსითაა მოცული. თავად ფეხბურთელს ამ ეტაპისათვის აღნიშნულ საკითხზე არანარი განცხადება არ გაუკეთებია.

სხვა სტატიები