Belive

მანჩესტერ სიტი ფაბიან რუიზისთვის იბრძოლებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერული გიგანტი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს. როგორც ცნობილია, დავიდ სილვა "ქალაქელებში" უკანასკნელ სეზონს ატარებს და მას ჩანაცვლება აუცილებლად სჭირდება "მანჩესტერ სიტი", "ნაპოლისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრობლემას ჰქმნის მადრიდის "რეალი", რომელიც რუიზისთვის აქტიურად იბრძვის. მიმდინარე სეზონში რუიზმა საოცარი პროგრესი აჩვენა და შესაბამისად მისი ფასიც იზრდება. ესპანელი ფეხბურთელის აგენტმა ალვარო ტორესმა განაცხადა - "რუიზი ბოლო 3 წელია მაღალ დონეზე თამაშობს და არაა გასაკვირი ასეთი კლუბების დაინტერესება." "დიახ ეს სიმართლეა, მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" აქტიურ კონტაქტს ამყარებენ, როგორც ჩემთან, ასევე ფეხბურთელთან." "ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ყველაფერს ზაფხულში გავიგებთ. ამ მომენტში კი ფაბიანი საკუთარ გუნდზეა კონცენტრირებული."

სხვა სტატიები