Belive

"მანჩესტერ სიტი" ფილ ფოდენისთვის მსხვილ კონტრაქტს ამზადებს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მაჩესტერ სიტი" ახალგაზრდა ინგლისელის დაჯილდოებას მის მიერ მშვენივრად ჩატარებული 2020 წლის სეზონის გამო აპირებს. თუ ფოდენი აქამდე კვირაში 30 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებდა, გაუმჯობესებული ხელშეკრულებით მისი ანაზღაურება კვირაში 150 000 ფუნტი სტერლინგი გახდება. გასული სეზონის ბოლოს ფოდენს სულ უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლეოდა, მანაც მწვრთნელსა და კლუბს ნდობა გაუმართლა და მშვენივრად იასპარეზა. 90min.com - ის ინფორმაციით ფოდენის ახლანდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი, თუმცა კლუბი მის გახანგრძლივებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც გუნდი ესპანელმა ნახევარმცველმა დავიდ სილვამ დატოვა, ფოდენის სათამაშო დრო საგრძნობლად უნდა გაიზარდოს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გუარდიოლა ხშირად აქებს ახალგაზრდა მოთამაშეს, ის "სიტის" ძირითადი შემადგენლობის წევრიც იქნება. ფოდენმა დავიდ სილვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ყოველთვის მოხიბლული იყო ესპანელის თამაშით და მისგან ძალიან ბევრი ისწავალა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგება. ფოდენი აცხადებს, რომ თამაშიდან თამაშამდე მისი თავდაჯერებულობა იზრდება და ის მზადაა ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გუნდში. წინა წელს გუარდიოლამ ფოდენზე საუბრისას განაცხადა: "მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს". " პრესკონფერენციებზე ბევრჯერ მითქვამს, ფილი ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისთანაც კი მიმუშავია", - აღნიშნავს გუარდიოლა.  

სხვა სტატიები