Belive

მანჩესტერ სიტი Vs. შალკე (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" "შალკეს" უმასპინძლებს. გელზენკირხენში გამართული მატჩი "შალკეს" მარცხით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. აღსანიშნავია რომ მიუხედავად შემადგენლობაში არსებული სერიოზული დანაკლისისა, "ეტიჰადზე" გასამართ დაპირისპირებაში ფავორიტის სტატუსით პეპ გვარდიოლას შეგირდები სარგებლობენ. კევინ დე ბრუინე, ფერნანდინიო, ნიკოლას ოტამენდი და ჯონ სტოუნსი "მანჩესტერ სიტის" დახმარებას ვერ შეძლებენ. შემადგენლობის მხრივ გერმანელებსაც აქვთ დანაკლისი - დანიელ კალიგიური, ომარ მასკარელი და ალესანდრო შოფი "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ შეხვედრას გამოტოვებენ.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • პლეი-ოფის განვლილ 27 შეხვედრაში, გუნდმა რომელმაც სტუმრად 3+ გოლის გატანა შეძლო მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
  • "მანჩესტერ სიტიმ" უკანასკნელ სამ შეხვედრაში შეძლო "შალკეს" დამარცხება. 
  • გერმანული კლუბების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართული 10 დაპირისპირებიდან "მანჩესტერ სიტიმ" მხოლოდ 1 წააგო (7 მოგება, 2 ფრე).
  • "შალკემ" პლეი-ოფში გამართული უკანასკნელი 9 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო (1 ფრე, 7 მარცხი).
  • "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე გამართული პლეი-ოფის უკანასკნელი ორი შეხვედრიდან ორივე წააგო ("ბაზელი" 1:2, "ლივერპული" 1:2).
  • "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მენეჯერის რანგში "შალკეს" წინააღმდეგ მე-8 შეხვედრას უძღვება. გვარდიოლას გუნდებმა განვლილ 7 შეხვედრაში "შალკე" ხუთჯერ დაამარცხეს, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სხვა სტატიები