Belive

მანჩესტერ სიტი ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ "სიტი" მიმდინარე ზაფხულის პირველ ტრანსფერს უახლოვდება. "ქალაქელები", უდიდესი ალბათობით, ძალიან მალე, ნათან აკეს დაიმატებს. "ბორნმუთის" ფეხბურთელის ინგლისის ექს-ჩემპიონის შემადგენლობაში გადასვლა 40 მილიონ ევრომდე დაჯდება და ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2-წლიან კონტრაქტს მიიღებს. ტრანსფერის შესაძლებლობას ისიც ზრდის, რომ "ალუბლები" ჩემპიონშიფს უახლოვდებიან, 25 წლის ფეხბურთელს კი პრემიერლიგაში თამაშის ამბიცია აქვს. რაც შეეხება პეპ გვარდიოლას, მისი მთავარი მიზანი ამ სეზონზე დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება. "სიტის" გარდა, აკეს დამატებით ლონდონის "ჩელსიც" ინტერესდება, რომელშიც ის 2013-17 წლებში ირიცხებოდა.

სხვა სტატიები