Belive

მანჩესტერ სიტიმ 2005 წლის შემდეგ პირველად არ გამოიყენა ცვლილების გაკეთების შესაძლებლობა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ჩემპიონატის მე-11 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ფულემს" უმასპინძლა. შეხვედრა გვარდიოლას შეგირდების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. ანგარიში მე-5 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გახსნა, 26-ე წუთზე კი კევინ დე ბრუინმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი და "სიტის" უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მეორე ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: "სიტის" ესპანელმა დამრიგებელმა არც ერთი ცვლილება არ გამოიყენა. მსგავსი ფაქტი "სიტის" ისტორიაში პრემიერ ლიგის 2005 წლის შეხვედრაში დაფიქსირდა, სადაც გუნდმა "ჩარლტონთან" ითამაშა ფერდ 2:2, არც ამ შეხვედრაში გამოუყენებია გუნდს ცვლილების შესაძლებლობა. ცვლილების არ გამოყნება "ფულემთან" შეხვედრაში ორმაგად საინტერესოა პეპ გვარდიოლას გამო. გვარდიოლა არის სპეციალისტი, რომელსაც სიახლეები უყვარს, სხვადასხვა სათამაშო ტაქტიკების შემოღება, რამდენიმე პოზიციაზე ერთი და იმავე მოთამაშის გამოცდა. ესპანელ სპეციალისტს ყოველთვის ჰყავდა გრძელი სათადარიგოთა სკამი, ასე იყო დღევანდელ შეხვედრაშიც. გვარდიოლას არაერთი ფეხბურთელის შემოყვანა შეეძლო, თუმცა რატომღაც პეპმა ერთი და იმავე შემადგენლობით გადაწყვიტა 90 წუთის თამაში. გვარდიოლა იმ სპეციალისტების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც შეხვედრაში 5 ცვლილების გაკეთების საშუალების მომხრე არიან, თუმცა თავად "ფულემთან" დაპირისპირებაში არც ერთი არ გამოიყენა. პრემიერ ლიგის გუნდებმა უკვე 2-ჯერ მისცეს ხმა 5 შესაძლო ცვლილების საწინააღმდეგოდ. ზოგიერთები თვლიან, რომ 5 ცვლილების წესი მხოლოდ დიდი კლუბებისთვისაა ხელსაყრელი, რადგან მათ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვთ. გვარდიოლას საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, ის თვლის, რომ 5 ცვლილება მოთამაშეებს შედარებით დაიცავს გადაღლილობისა და ტრავმებისაგან, რადგან ფეხბურთელებს ხშირ შემთხვევაში ყოველ 3-4 დღეში ერთხელ უწევთ თამაში.  

სხვა სტატიები