Belive

მანჩესტერ სიტიმ 60 მილიონად მცველი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერულმა გრანდმა - "სიტიმ" მორიგი ტრანსფერი განახორციელა. მათი ახალი შენაძენი, პორტუგალიელი ცენტრალური მცველი - რუბენ დიასია, რომელიც კლუბში 2026 წლამდე დარჩება. რუბენ დიასი მანჩესტერულმა კლუბმა "ბენფიკადან" იყიდა. 23 წლის პორტუგალიელი 2015 წლიდან "ბენფიკას" ღირსებას იცავს და ჯამში 137 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ მატჩებითან გოლით თავი 12-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით 6-ჯერ გამოიჩინა. ტრანსფერი 60 მილიონი+ ნიკლას ოტამენდი დაჯდა. პორტუგალიურმა გრანდმა 60 მილიონთან ერთად არგენტინელი მცველი მიიღო. მას შემდეგ, რაც პეპ გუარდიოლა "სიტის" თავკაცია, მას მცველებში 400+ მილიონი აქვს დახარჯული.

სხვა სტატიები