Belive

მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დორტმუნდის ,,ბორუსიას'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, კარიერა, შესაძლოა, ,,მანჩესტერ სიტიში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მხარეები კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ. ინგლისურ პრესაში დიდი ხანია იწერება, რომ ,,ქალაქელთა'' მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ ნორვეგიელი ფორვარდია. ,,ბორუსიასთან'' არსებული ხელშეკრულების თანახმად, ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 63 მილიონი ფუნტია, თუმცა ,,სიტის'' ფეხბურთელის ტრანსფერი, სავარაუდოდ, 100 მილიონ ფუნტამდე დაუჯდება. ჰოლანდი დორტმუნდში 2020 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები