Belive

მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლთან მოგებით 2 რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის 36-ე ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,ნიუკასლს'' ესტუმრა და 4:3 იმარჯვა. ყველა ტურნირზე სტუმრად გამართულ შეხვედრებში პეპ გვარდიოლას გუნდის წაუგებელი სერია 23-მატჩამდე გაიზარდა, რაც ინგლისურ გუნდებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია (,,სიტიმ'' ,,ნოთს ქაუნთის'' შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 2012 წელს 22-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა). გარდა ამისა, ,,ქალაქელებმა'' გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს - ,,სიტიმ'' პრემიერლიგაში მეტოქის მოედანზე ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო. პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ,,სიტის'' 83 ქულა აქვს - მანჩესტერელებმა ჩემპიონობა სამშაბათს, 11 მაისს, ოფიციალურად გაიფორმეს.



 

სხვა სტატიები