Belive

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" ფენომენალურ ასპარეზობას განაგრძობს. პეპ გუარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა. პრემიერლიგის უკანასკნელ ორ ტურში, "მანჩესტერ სიტიმ" გოლის გატანა პირველივე წუთზე შეძლო, რაც ნისლიან ალბიონზე პირველად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის ავტორი სერხიო აგუერო გახდა. ამასთანავე, "მანჩესტერ სიტის" არგენტინელმა ვარსკვლავმა იმაზე მეტი ჰეთ-თრიკი შეასრულა ვიდრე კრიშტიანუ რონალდუმ, ერიკ კანტონამ, დენის ბერგკამპმა, დანიელ სტარიჯმა, იურგენ კლინსმანმა, ჯანლუკა ვიალიმ, ლუის საჰამ, დირკ კიუიტმა, რობერ პირესმა და სამუელ ეტო'ომ ერთად.

სხვა სტატიები