Belive

მანჩესტერ სიტის ბარსელონას ნახევარმცველის დამატება სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" ნახევარმცველის, ნიკო გონსალესის შეძენას განიხილავს. ინგლისური კლუბი ნახევარდაცვის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ამ მიზნით ესპანელ ფეხბურთელს იდეალურ ვარიანტად მიიჩნევს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" 20 წლის ფეხბურთელის გაშვება გაყიდვა არ სურს, ამიტომ მის ტრანსფერში დიდ თანხას ითხოვს. ესპანელი ნახევარმცველის კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2024 წელს იწურება, Transfermarkt-ი ნიკოს 20 მილიონ ევროდ აფასებს. ამ სეზონში ნიკომ კატალონიური გრანდის მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები