Belive

მანჩესტერ სიტის ბარსელონას ფეხბურთელის შეძენა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" ფეხბურთელით დაინტერესდა. კატალონიელთა პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ შესაძლოა "სიტის" მოთამაშე გახდეს. ინგლისის ჩემპიონებმა, რამდენიმე დღის წინ, "ბლაუგრანას" თავიანთი ინტერესის შესახებ უკვე აცნობეს . "სიტიმ" "ბარსელონასგან" ამ ეტაპზე უარი მიიღო. ესპანური გრანდის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი სემედუს ტრანსფერს არ განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ბარსელონამ" რამდენიმე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ნეიმარის დაბრუნების შემთხვევაში გუნდს დატოვებდნენ. ერთ-ერთი სწორედ ნელსონ სემედუ იყო.

სხვა სტატიები