Belive

მანჩესტერ სიტის და სტერლინგის მოლაპარაკებები ჩიხში შედის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რაჰიმ სტერლინგსა და "მანჩესტერ სიტის" შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაწყებული მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ინგლისელ შემტევს, კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, "ქალაქელები" კი სტერლინგის პირობებზე დათანხმებას არ ჩქარობენ. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, 23 წლის ვინგერი, კვირაში £175.000 ათას ფუნტს გამოიმუშავებს - თუმცა სტერლინგს ხელფასის £100.000 ათასით მომატება სურს. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები უარს აცხადებენ სტერლინგისათვის ხელფასის მომატებაზე. აღნიშნულ თემას პეპ გვარდიოლაც გამოეხმაურა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ სტერლინგსა და კლუბს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება. "რაჰიმმა იცის, რომ მის შრომას ვაფასებთ. "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია იციან და მას იზიარებენ. ზოგჯერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია და დიდ დროს საჭიროებს. არავინ იცის თუ რა მოხდება. ვიმედოვნებ, რაჰიმსა და კლუბს შორის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება", აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები