Belive

მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელი: "კომპანი სიტიში აუცილებლად დაბრუნდება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ცენტრალურმა მცველმა ვენსან კომპანიმ, საკუთარი გადაწყვეტილებით კლუბი დატოვა. ცნობილია, რომ ბელგიელი ფეხბურთელი “ანდერლეხტის” მოთამაშე-მწვრთნელი გახდება. როგორც ბრიტანული სპორტული მედია იტყობინება, კომპანი “ანდერლეხტში” მომდევნო 3 სეზონს გაატარებს. “ეს ყველაზე გაბედული და ამასთან, რაციონალური გადაწყვეტილება იყო, რომელიც დღემდე მიმიღია. ანდერლეხტის” მხრიდან შემოთავაზება ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მე მზად ვარ", - განაცხადა კომპანიმ. ამასთან დაკავშირებით გუნდის ხელმძღვანელმა ალ მუბარაქმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ის დარწმუნებულია, რომ კომპანი "სიტიში" აუცილებლად დაბრუნება: "ის ჩვენი გუნდის უცვლელი და ღირსეული წევრი იყო 11 წლის განმავლობაში, ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება და მის გარეშე ნამდვილად ახალი ეპოქა დაიწყება, თუმცა ყოველთვის ყველაფერი გრძელდება... ვფიქრობ, ერთ მშვენიერ დღეს კომპანი დაბრუნდება პრემიერ ლიგაში, უფრო კონკრეტულად კი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მას "ეტიჰადზე" სხვა პოზიციაზე ვიხილავთ", - განაცხადა მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელმა, ალ მუბარაქმა.

  შეგახსენებთ, "სიტიში" გატარებული 11 წლის განმავლობაში, კომპანიმ 360 შეხვედრა ჩაატარა, სადაც მან 20 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები