Belive

"მანჩესტერ სიტის" კიდევ ერთი შესანიშნავი სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის 28-ე ტურის მატჩში შინ "ვესტ ჰემ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. მოქმედი ჩემპიონი ლიდერ "ლივერპულს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და პრემირლიგის ტიტულისთვის გაცხარებულ ბრძოლაშია ჩართული. აღსანიშნავია რომ პრემიერლიგის ბოლო 15 საშინაო შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" მეტოქეებს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. "სიტისა" და "ვესტ ჰემის" დპირისპირება თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები