Belive

მანჩესტერ სიტის კორონავირუსმა შეუტია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, "მანჩესტერ სიტის" კორონავირუსმა შეუტია. უპრინციპულესი მანჩესტერული დერბის წინ, "სიტის" ლაზარეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდა. "მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორი ფეხბურთელი და კლუბის მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსით კიპერი - სკოტ კარსონი და 18 წლის ნახევარმცველი - კოულ პალმერი დაინფიცირდნენ. მესამე ინფიცირებულის ვინაობა არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი" კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ კლუბად ითვლება. კორონავირუსით "ქალაქელთა" 8 წევრია ინფიცირებული.

სხვა სტატიები