Belive

"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი გვარდიოლა ტიაგო ალკანტარას ლივერპულში გადასვლას გამოეხმაურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გვარდიოლა ტიაგოსთან თავის ორივე ყოფილ გუნდში მუშაობდა -  როგორც "ბარსელონაში", ისე "ბაიერნში". "ლივერპულმა", როგორც იქნა, მიუნხენის "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარა გაიფორმა. ესპანელი ფეხბურთელის დამატება "ლივერპულს" დაახლოებით 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება. როგორც ვიცით, გვარდიოლა ალკანტარას "ბარსელონაში" მუშაობის პერიოდში წვრთნიდა, ესპანელი ნახევარმცველი მან მიუნხენის "ბაიერნშიც" თან წაიყვანა, როცა გერმანულ კლუბს ჩაუდგა სათავეში. გვარდიოლას თქმით, ის ტიაგოს "მანჩესტერ სიტიში" გადაყვანას არ ცდილობდა, რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: "ჩვენ საკმარისი მოთამაშეები გვყავს ამ პოზიციაზე". "ბედნიერი ვარ, რომ ტიაგო ინგლისში ჩამოდის, რადგან ინგლისს ნამდვილად კარგი მოთამაშე დაემატება", -  აღნიშნავს ესპანელი სპეციალისტი. მას შემდეგ, რაც ამ ზაფხულს დავიდ სილვა "ლაციოში" წავიდა, გვარდიოლა მზადაა გაცილებით მეტი დრო დაუთმოს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ფილ ფოდენი და ბერნანდო სილვა. ტიაგომ "ბაიერნში" 80-ჯერ ითამაშა გვარდიოლას ხელმძღვანელობით და სამჯერ ზედიზედ მოიგო ბუნდესლიგა. "ეს შესანიშნავი გრძნობაა, ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ აქ მოხვედრით", - განაცხადა "ლივერპულთან" დაკავშირებით ესპანელმა ნახევარმცველმა. ტიაგო "ენფილდზე" ექვსნომრიან მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები