Belive

მანჩესტერ სიტის ორ ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდასტურდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის სტარტზე "მანჩესტერ სიტის" ლაზარეთში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. "მანჩესტერ სიტის" ორ ვარსკვლავს, რიად მაჰრეზსა და აიმერიკ ლაპორტეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. "ქალაქელთა" ვარსკვლავების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში შესაძლოა პეპ გვარდიოლაც აღმოჩნდეს. "ქალაქელების" მთავარი მწვრთნელი შვებულებას ესპანეთში ატარებდა და ინგლისში დაბრუნების შემდეგ, 14-დღიანი კრანტინის გავლა მოუწევს. პრემიერ ლიგა 12 სექტემბერს იღებს სტარტს, თუმცა პირველ ტურში "მანჩესტერ სიტისა" და "ასტონ ვილას" დაპირისპირება არ შედგება. "ქალაქელები" ახალი სეზონის პირველ გასვლით შეხვედრას "ვულვზის" წინააღმდეგ - 21 სექტემბერს გამართავენ.

სხვა სტატიები