მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს, გაბრიელ ჟეზუსსა და კაილ უოლკერს, კორონავირუსი დაუდგინდათ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელების გარდა, კორონავირუსით მანჩესტერული გუნდის ორი თანამშრომელია დაინფიცირებული. პრემიერ ლიგის რეგულაციების თანახმად, ოთხივე მათგანი იზოლაციაში 10 დღით უნდა გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელმა სამშაბათს, “არსენალის” წინააღმდეგ (4:1), ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა.

ჟეზუსი და უოლკერი “სიტის” მომდევნო მატჩებს გამოტოვებენ – მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, გვარდიოლას შეგირდები “ნიუკალს”, “ევერტონსა” და “ჩელსის” დაუპირისპირდებიან.

25 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 39,036 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან, ბრიტანეთში დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევებს შორის, მეორე ადგილზეა. საერთო ჯამში, ბრიტანეთში COVID-19-ით 2,188,587 ადამიანი დაინფიცირდა.

(127)

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდგინდათ

სტატიის ავტორი
-