Belive

მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" 24 წლის მცველმა, ბენჯამინ მენდიმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. მანჩესტერულ დერბიში მენდიმ მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო, თუმცა მოედანზე 90 წუთი დაჰყო. დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ "ქალაქელთა" განაპირა მცველს მუხლზე ოპერაცია ესაჭიროებოდა. "მანჩესტერ სიტის" მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბენჯამინ მენდის ბარსელონაში ჩაუტარდა ოპერაცია. წყაროს მტკიცებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა - თუმცა ფრანგი მცველის გამოჯანმრთელებისა და მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ამ წუთისათვის უცნობია. მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ბენჯამინ მენდიმ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განათავსა.

 
View this post on Instagram
 

Other knee was jealous but the operation went well and its all good now be back soon guys u just have to find another FPL captain for some games

A post shared by Benjamin Mendy (@benmendy23) on

სხვა სტატიები